Sunday, March 26, 2017

                           მე-9 დღე
ყველაზე ნაყოფიერი დღე,რადგან,ურთიერთ ნაშრომის გაზიარებით მეტი რამ გავიგეთ,რომელიც დამეხმარება გაკვთილზე.პორტფოლიოს გადახედვამ და პრეზენტაციის გაკეთებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა რომ მოდული იყო ნაყოფიერი და შრომატევადი. ვფიქრობ,აქ მიღებული ცოდნა სამომავლოდ დამეხმარება სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვასა და განხორციელებაში.სიამოვნებით გავივლი პროფესიული განვითარებისთვის შემდეგ ტრენინგს

Saturday, March 25, 2017

                               დღე-8
ფასილიტაციის ნიმუშით მივედი იმ დასკვნამდე , რომ ფასილიტაციის რესურსი ხელს შეუწყობს მოსწავლეს მიზნის მიღწევაში,კონკრეტული და მკაფიო დავალება დაგვეხმარება მოსწავლეს ინდივიდუალურად დავაძლევინოთ პრობლემა,უფრო საინტერესო იყოს მუშაობა პროექტების  სწავლებისას.ურთიერთ თანამშრომლობის მუშაობით უფრო დეტალურად ჩავუღრმავდით ჩვენს ადრინდელ ნამუშევრებს და აღმოვაჩინეთ რომ მეტი ყურადღება გვჭირდება დავალების შესრულებისას

Tuesday, March 14, 2017

                        დღე-7

მე-6 მოდულის  შესწავლის შემდეგ, დავფიქრდი და მივედი იმ აზრამდე რომ მოსწავლის წარმატებისათვის აუცილებელია გავითვალისწინო მათი შესაძლებლობები და უნარები, რომელიც დამეხმარება უფრო მეტი წარმატებს მიღწევისათვის.შევასრულეთ პრაქტიკული სამუშაოები,რომელიც ითვალისწინებდა ტექნიკის გამოყენებას

Saturday, March 11, 2017

                                           დღე-6

შევიმუშავეთ და ჩამოვწერეთ მოთხოვნები, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ჩვენს მოთხოვნებს,შევისწავლე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის გადაკეთება და  მისი შევსება,გავეცანით შეფასების რუბრიკას, საკმაოდ დატვირთული და ნაყოფიერი დღე იყო.

Friday, March 10, 2017

დღე-5

                         
საკმაოდ რთული გამოდგა ერთმანეთის კომენტარის გაკეთება,ასევე მოსწავლის როლში შესვლა და დავალების შესრულება მოსწავლის სახით

Saturday, March 4, 2017

დღე-4

შევისწავლე პროექტის შეფასების სქემა,წერილების გაგზავნა gmail-ზე მუშაობა, ერთმანეთთან კომუნიკაცია,
  რომელიც დამეხმარება მოსწავლეებთან მუშაობაში, 

Friday, March 3, 2017

დღე-3

შევისწავლე საგნობრივი სტანდარტის გადატანა სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში. გამიჭირდა მაგრამ ვგრძნობ რომ პროექტის ცოდნა შედეგს აღწევს.

Sunday, February 26, 2017

დღე-2

დღევანდელმა დღემ დამანახა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პროექტებზე მუშაობა,რადგან ბავშვებთან მუშაობისას უფრო საინტერესო და სახალისო გავხადო ახალი მასალის თემატიკა,შევქმნა ბროშურებისა და გაზეთების შაბლონები,რომელიც გამომადგება პროექტზე მუშაობისას

Saturday, February 25, 2017

დღე-1

დღეს ჩემთვის სასიამოვნო იყო ის რომ, ნაღდად დადებითი  გარემო შეიქმნა და მოტივაცია ამიმაღლა მეტად და უკეთ შევისწავლო ტექნიკის  გამოყენება.დავიწყე ფიქრი ხვალინდელ დღეზე, რათა შევარჩიო ისეთი თემა ხვალისთვის რომ ღირებული იყოს და რაც მთავარია სკოლაში გაკვეთილზე გამოვიყენო პროექტებით სწავლება